აეროპორტი “სტამბოლი” ივნისში ევროპის აეროპორტებს შორის სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ამის შესახებ ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაცია Airport Council International-ის (ACI Europe) მეორე კვარტლის ანგარიშში.

ამგვარად, 2022 წლის იანვარ-ივნისში ევროპის აეროპორტებში მგზავრთა გადაზიდვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 247%-ით გაიზარდა.

აეროპორტმა “სტამბოლმა” აღდგენის საუკეთესო მაჩვენებლები აჩვენა 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით – 5 მილიონ 996 ათასი მგზავრი.

ივნისში სტამბოლის აეროპორტის მიმართულებით სამგზავრო მიმოსვლა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 115,4 პროცენტით გაიზარდა.

რეიტინგში აეროპორტ “სტამბოლს” მოსდევს ლონდონის, პარიზის, ამსტერდამის, ფრანკფურტის, მადრიდის და ბარსელონას აეროპორტები.

ანტალიის აეროპორტი მერვე ადგილზეა 3 მილიონ 911 ათასი მგზავრით.