ფრენების განახლების შემდეგ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ავიაბილეთებზე ფასების ზრდას არ გეგმავს. როგორც “ევრონიუს ჯორჯიასთან” Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ განაცხადა, იქნება მაღალი კონკურენცია, თუმცა ავიაკომპანია ტარიფების ზრდას არ აპირებს.
“Wizz Air-ი ფრენის ღირებულებას არ გაზრდის. ვფიქრობთ, რომ ბილეთის ფასი იგივე დარჩება. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ფრენები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ინდუსტრიის მიზანია ხალხის კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში, რომ ფრენა მოგზაურობის ერთ-ერთი უსაფრთხო გზაა. დიდი ალბათობით, ძალიან დიდი კონკურენციის გავლა მოგვიწევს, თუმცა Wizz Air-ის მომსახურების ღირებულება არ შეიცვლება”, – განმარტავს ანდრაშ რადო.