უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ზუსტ თარიღს ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

როგორც Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადო აცხადებს, ავიაკომპანიამ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენების დასაწყებად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა. 

“Wizz Air-ის ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენებზე ნებართვებისა და სლოტების მოსაპოვებლად 2021 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე, რომელიც 2021 წლის 28 მარტს იწყება. საუბარია 20 მიმართულებაზე, კვირაში 45 სიხშირით.

Wizz Air განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება.

ამ ეტაპზე ძალიან ადრეა კომენტარის გაკეთება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხზე სპეკულაციას არ დავიწყებდით, რადგან სიტუაცია ძალიან მერყევია ყველა ბაზარზე და მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ COVID-19-ის გავრცელებას ხელი შეუშალონ. Wizz Air ერთგული რჩება საქართველოსი და ქუთაისის აეროპორტიდან მუშაობის განაახლებს, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მოგვცემს”, აცხადებს ანდრაშ რადო.