ავიაკომპანია Wizz Air-ში ავიაბილეთებზე ფასების შემცირებას ელოდებიან, რაც მომატებული მიწოდევისა და დაბალი მოთხოვნის ფონზე მოხდება.

Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში ავიაბილეთებზე ფასები კლებას დაიწყებს, რადგანაც მიწოდება მოთხოვნას აღემატება. ამ ფონზე კი ავიაკომპანია შეეცდება ფული დამატებით მომსახურებებზე გამოიმუშაოს, რაც დღეს შემოსავლის ნახევარზე მეტს შეადგენს.
ვარადის თქმით, Wizz Air-ის შემოსავლის ნახევარზე მეტი არა ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხები, არამედ ბარგის, ბორტზე კვების, პრიორიტეტული ჩასხდომის და სხვა დამატებითი სერვისებიდან მიღებული შემოსავლებია. ავიაკომპანიის მენეჯერის აცხადებს, რომ ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდება მომავალშიც

მანვე სტატისტიკური მაჩვენებლები მოიყვანა, რომლის თანახმადაც დღეისათვის Wizz Air-ის მგზავრი საშუალოდ 72,5 ევროს ხარჯავს, სადაც 32 ევრო ბილეთის ღირებულებაა, ხოლო 40,5 ევრო დამატებითი სერვისების ღირებულებაა.