საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. მისი ტრანსპორტირება საქართველოში თურქულმა სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-მ უზრუნველყო.

Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

Pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

Pfizer-ით ვაქცინაციია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.