ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მწვანე ავიაკომპანია Wizz Air-ი მობილურ აპლიკაციაში ახალი ფუნქციის დამატების შესახებ აცხადებს, რომელიც Wizz Air–ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გააქტიურონ ფასების შეტყობინებები მათთვის საინტერესო ფრენებზე.

ამ ახალი დამატებითი ფუნქციონალის საშუალებით, აპლიკაციაში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ იმ ხუთ ფრენაზე, რომლის დაჯავშნითაც არიან დაინტერესებულები, გამოიწერონ ფასების შეტყობინებები. ეს ფუნქცია ავტომატურად მიაწოდებს ინფორმაციას მომხმარებლებს ბილეთების ფასების გაზრდის ან შემცირების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწრაფი დაჯავშნა იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები მოულოდნელად დაიწყებენ ზრდას ან ისარგებლებენ Wizz Air– ის კიდევ უფრო შემცირებული ფასებით.

ფასების შეტყობინების გასააქტიურებლად, მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა გადმოწერონ Wizz Air- ის აპლიკაცია, და ანგარიშის განყოფილებაში, ფრენის ძებნის შემდეგ, გააქტიურონ ღილაკი “ფასების შეტყობინებები”. შეტყობინებები მომხმარებელთან დღეში ერთხელ, ე.წ. Push Notification ფორმით იგზავნება და ფრენის დაწყენისთანავე, ავტომატურად იშლება. Wizz Air მობილური აპლიკაცია სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი Android და iOS მომხმარებლებისთვის.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ როდესაც მომხმარებლები მოგზაურობას გეგმავენ და ისინი ეძებენ იაფ ფრენებს, რის გამოც ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მათთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ტარიფი შეგვეთავაზებინა.  ფასების შეტყობინების ფუნქციონალი, სწორედ Wizz Air– ის ამ იდეას ეფუძნება, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უზრუნველყონ ფრენების საუკეთესო გარიგებები სმარტფონზე პირდაპირ გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით. ჩვენ ვიცით, რომ მოგზაურები გეგმავენ საოცნებო დასვენებებს, როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდება, ამიტომაც მოხარული ვართ, რომ ახალი ფუნქციონალის საშუალებით, მათ საუკეთესო გარიგებებს შევთავაზებთ “, აცხადებს Wizz Air– ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი, პაულინა გოსკი.