პოლონურმა ავიაკომპანია LOT Polish Airlines-მა ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე დამატებითი რეისები დანიშნა. როგორც საქართველოში LOT-ის წარმომადგებლობის ( LOT Travel LTD – Georgia) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული რეისები თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე 23 თებერვალს, 3, 6 მარტს, ხოლო ვარშავა-თბილისის მიმართულებაზე 22 თებერვალს, 2, 5 მარტს შესრულდება.

ბილეთის ფასში შედის ჩასაბარებელი ერთი ნაჭერი ჩანთა 20კგ -მდე+ 5 კგ ხელბარგი, დამატებითი ნაჭერი 20კგ მდე ღირს 90 ევრო და იხდით წინასწარ

LOT Polish Airlines-ის რეისების განრიგი

თბილისი – ვარშავა: 13, 16, 20, 23, 27 თებერვალი; 3, 6 მარტი.

გაფრენა 05:25 ,

ჩაფრენა 06:10.

ფასი 1050 ლარი.

“იქონიეთ მინიმუმ სამთვიანი სამუშაო მოწვევა, ცალმხრივი ავიაბილეთი, პასპორტი, დაზღვევა 15 დღე.23 იანვრიდან, ამოქმედდა პოლონეთის საზღვრის კვეთის ახალი გამარტივებული რეგულაცია!!!ათ დღიანი თვითიზოლაცია შეიძლება ჩაანაცვლოს COVID-19 უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენამ, რომლის პასუხის ვადა პოლონეთში ჩასვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

თუ გაქვთ უარყოფითი კოვიდ ტესტი მაშინ ათ დღიანი თვითიზოლაციის გავლა არ მოგიწევთ. წინაამღდეგ შემთხვევაში ძალაშია ათ დღიანი თვითიზოლაცია, ამისთვის წინასწარ უნდა იცოდეთ მისამართი სადაც მიდიხართ ( ბინა, სახლი ან სხვა). ამ ინფორმაციას უთითებთ ბლანკზე რომელსაც ავსებთ ვარშავაში ჩაფრენამდე (დაგირიგდებათ თვითმფრინავში ან იკითხეთ ტურისტულ სააგენტოში ავიაბილეთის შეძენის დროს)”, აცხადებენ LOT Polish Airlines-ის წარმომადგენლობაში.

ვარშავა -თბილისი: 12, 15, 19, 22, 26 თებერვალი; 3, 6 მარტი.

გაფრენა 21:45,

ჩაფრენა 04:25

ფასი 700 ლარი.

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარონ 8 დღიან თვითიზოლაციას ან მე-3 დღეს PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით. PCR ტესტის არქონის შემთხვევაში დაექვემდებარებიან სავალდებულო 8 დღიან თვითიზოლაციას.

“ვინაიდან ბილეთები იყიდება მხოლოდ საქართველოში , მგზავრისგან ან მისი წარმომადგენლისგან მეილზე ვიღებთ მოთხოვნას(sales@lottravel.ge), ჩვენი მხრიდან ვუგზავნით ინვოისს ლარში. ინვოისის საფუძველზე მგზავრის ახლობელი რიცხავს თანხას ანგარიშზე ან მოდის ოფისში ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

ჭავჭავაძის გამზირი 43 / ჩოლოყაშვილის 1 (ვაკის პარკთან)ტელ: (+99532)255-44-55/293-73-73

მეილი: lot@lottravel.ge ( თბილისი-ვარშავა) sales@lottravel.ge ( ვარშავა-თბილისი)

ბილეთები ონლაინ და ვარშავის აეროპორტში არ იყიდება!!!

ყველა რეისი დადასტურებულია და სრულდება”, აცხადებენ LOT Travel LTD – Georgia-ში.