ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდმა და საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა AirlineRatings.com-ზე უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რეიტინგი, 7 ვარსკვლავი მოიპოვა. AirlineRatings.com მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოა, რომელიც ავიაკომპანიების უსაფრთხოებისა და მათი მომსახურების რეიტინგებს აერთიანებს.
თითოეული ავიაკომპანიის რეიტინგის მაჩვენებელი ეფუძნება ყოვლისმომცველ ანალიზს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს საავიაციო სექტორის წამყვანი ასოციაციისა თუ მთავრობების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ისევე როგორც ისტორიულ მონაცემებს. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა IOSA, სერთიფიცირება, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მტკიცებულებები (FAA), ფლოტის ასაკი და მდგომარეობა, ავარიული შემთხვევების ისტორია, ქვეყნის რეგიონისთვის საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული რეიტინგი და სხვა პარამეტრები. 7 ვარსკვლავის მოპოვება, რაც Wizz Air-ის შემთხვევაში მოხდა, ნიშნავს, რომ ავიაკომპანია შეფასების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
Wizz Air-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი ჰყავს, რომელიც ამჟამად ეარბას A320 და A321 ტიპის 104 ავიახომალდისგან შედგება და რომელთა საშუალო ასაკი 4,5 წელია. ავიაკომპანია კიდევ ელოდება მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ეარბას A321 NEO ტიპის 250 ავიახიმალდის შეკვეთას. პირველი NEO ტიპის თვითმფრინავი ავიაკომპანიის ფლოტს 2019 წლის იანვრიდან შეუერთდება. მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო 2004 წელს, Wizz Air-მა მნიშვნელოვანი დრო და რესურსი მიუძღვნა უსაფრთხოების კულტურისა თუ პროცედურების გაუმჯობესებას, ისევე, როგორც დასაქმებული პერსონალის გადამზადებისა თუ განვითარებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელებას. Wizz Air თანამშრომლობს ევროპის წამყვან პარტნიორებთან, რათა თავისი თანამედროვე და ახალგაზრდა ფლოტი შესანიშნავ ფორმაში შეინარჩუნოს.
ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 104 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 143 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 32 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. ახლახანს Aviation 100-მა, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა.