დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 20%-იან ფასდაკლების აქციას აცხადებს, რომლის ფარგლებშიც ბილეთების დაჯავშნა 17 ნოემბერს უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 26 მარტამდე დაიგეგმოს.
“დაჯავშნეთ თქვენი მომდევნო დასვენება 20%-იანი ფასდაკლებით!
გსურთ, დაისვენოთ არასეზონურ პერიოდში? თუ ასეა, დაჯავშნეთ შერჩეული რეისები 17 ნოემბერს 20%-იანი ფასდაკლებით და გაემგზავრეთ ნებისმიერ დროს 2022 წლის 26 მარტამდე. გაემგზავრეთ საოცნებო მიმართულებით ან ეწვიეთ მეგობრებსა და ნათესავებს. დაგეგმეთ მგზავრობა და დაჯავშნეთ ავიაბილეთები WIZZ-ის მეშვეობით”, აცხადებენ Wizz Air-ში.