Wizz Air Abu Dhabi – არაბთა გაერთიანებული საამიროების უახლესი ეროვნული ავიაკომპანია, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ახალი ლაინერის, Airbus A321neo-ს შესვლას აღნიშნავს.

Wizz Air Abu Dhabi – რეგიონის უმსხვილესი ჰოლდინგის, Abu Dhabi Developmental Holding Company (ADQ)-და და Wizz Air Holdings Plc-ის ერთიანი პროექტია, რომელმაც ბოლო პერიოდში ეროვნული გადამზიდის სტატუსი მოიპოვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებისგან. ის მთლიანად ერგება თანამედროვე სარეგულაციო სტანდარტებს და მზადაა ოპერაციების დასაწყებად.

პირველი ხომალდის, Airbus A321neo-ს შესვლა საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას, რეგიონის კონკურენტ კომპანიებს შორის, ყველაზე ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს და ჰქონდეს ყველაზე ყველაზე დაბალხარჯიანი ბაზა.

A321neo პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს. A321neo ხომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ხომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია  დაახლოებით 50%-ით შეამციროს თვითმფრინავის ხმაურით გამოწვეულ ზიანს. საჰაერო ლაინერი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ  Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ ცხადჰყო, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16%, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს.

ულტრა-თანამედროვე Airbus A321neo ხომალდი Wizz Air Abu Dhabi-ის ფლოტს ოპერაციების დაწყებიდან პირველ 6 თვეში შეურთდება და კიდევ უფრო დაბალი ტარიფით ფრენის შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს. ის დააკავშირებს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს ევროპის (და არა მხოლოდ) ქალაქებთან.  

საწყის ეტაპზე, Wizz Air Abu Dhabi დაიწებს ოპერაციებს ისეთ ქალაქებთან, როგორებიცაა ალექსადრია, ათენი, ქუთაისი, ლარნაკა, ოდესა და ერევანი.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც უნდა აღინიშნოს. აბუ დაბიში პირველი ხომალდის შესვლა, წინ გადადგმული ნაბიჯია აბუ დაბიში ოპერაციების დაწყების და ჩვენი წარმომადგენლობის გაძლიერების მხრივ. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ამასთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს კიდევ უფრო ხელისაწვდომ შესაძლებლობებს. Wizz Air Abu Dhabi-ის ახალი ხომალდი Airbus A321neo, ისევე, როგორც ჩვენი უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, საუკეთესო შეთავაზებაა მოგზაურებისთვის“ – აღნიშნავს Wizz Air Abu Dhabi-ის დირექტორი, კის ფონ შაიკი.

„ჩვენ მოხარულები მივესალმებით Wizz Air Abu Dhabi-ის ახალ ბაზაზე, აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტში. Wizz Air Abu Dhabi-ის დაარსება და ოპერაციების დაწყება, დაბალბიუჯეტიანი ბაზრის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს მოვლენა ასევე ასახავს ჩვენს წარმატებულ მოღვაწეობას, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ახალი სტანდარტების აეროპორტებში დანერგვის თემასთან დაკავშირებით. აბუ დაბის საერთაშორის აეროპორტი უკვე გახდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ადგილი, სადაც დაშვება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხომალდებისთვისაა შესაძლებელი“ – ამბობს აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის მთავარი მენეჯერი, მუჰამედ ჰუსეინ აჰმედი.

„Wizz Air Abu Dhabi-ის ახალი ხომალდი საუკეთესო შეთავაზებაა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც აბუ დაბიში ბიზნეს ან ტურისტული მიზენით ჩამოდიან. აბუ დაბი ძალიან ბევრს სთავაზობს სტუმრებს, ამიტომ, ჩვენ ველოდებით ახალ ვიზიტორებს, რათა გავაცნოთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, მისი შემოგარენი და საკუთარი თვალით იხილონ თუ რას ვთავაზობთ მათ“ – აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი, მიმართულების მარკეტინგის მენეჯერი, საედ რაშედ ალ საედი.

აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტმა უკვე წარადგინა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების განახლებული სტანდარდები. მნიშვნელოვანი სიახლეა ჯანმრთელობის ამბასადორები, რომლებსაც შეუძლიათ სპეციალური აღჭურვილობით დაეხმარონ მგზავრებს და პასუხი გასცენ ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება; ხელი შეუწყონ სოციალური დისტანცირების დაცვას; უზურუნველყონ მომხმარებლები და ბორდის წევრები ხელის სანიტაიზერებით, პირბადეებით და ხელთათმანებით. გარდა ამისა, აეროპორტში დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი, რომელიც ნაკლები შემხებლობის გარანტიაა; SterixGates-ის ჯიხურები სტერილიზაციისთვის; თერმული სკანინგის კამერები და ამასთან, კამერა, რომელსაც შეუძლია სახისა და ტემპერატურის ამოცნობა.