საქართველოს სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ახალი, ინოვაციური პლატფორმა Go Hub ამოქმედდა.

ეს არის პირველი ქართული ტურისტული ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მოღვაწე ბიზნესებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს.

GO HUB-ის მიზანია გახდეს ახალი, აქტიური საკომუნიკაციო სივრცე მოხმარებლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მესამე პირის ჩართულობის გარეშე. მისი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს.

Go Hub-ის შექმნის იდეა, ტურისტულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „გოუ ტურს“ ეკუთვნის, რომლის დირექტორის, ნინო წიკლაურის განცხადებით, ამ ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი არის ერთიანი სივრცე, სადაც როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებსა თუ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ არსებული მდგომარეობა, მიიღონ მათთვის სასარგებლო მეტი ინფორმაცია, გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, უბრალოდ დაისვენონ და აკეთონ ყველაფერი ის, რაც მათ მიზნებსა და სურვილებს შეესაბამება

„ჩვენი მიზანია, ამ პლატფორმით დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ერთიანი ძალისხმევითა და აქტიურობით,  ტურიზმის სფეროში მოხდეს მომსახურების ხარისხის დახვეწა, სტანდარტების ამაღლება, პროფესიონალი კადრების წახალისება და კეთილსინდისიერი დამსაქმებლების დაფასება“, – დასძენს წიკლაური.

ერთი ფანჯრის პრინციპით, შესაძლებელია, ვაკანსიების გამოცხადება, პოტენციურ დამსაქმებელთან მარტივი დაკავშირება, კომპანიის იმიჯის ამაღლება, მომსახურებისა თუ პროდუქტების შეთავაზება, ახალი პოტენციურ მომხმარებლის მოძიება, სასურველი ინფორმაციის მიღება, სოციალური საქმიანი ქსელით საკუთარი თავისა თუ კომპანიის წარმოჩინება და უამრავი სხვა ბენეფიტი. უფრო მარტივად აღსაქმელად, Go Hub დღეს მსოფლიოში ყველა ცნობილი და აქტიური პლატფორის გაერთიანებაა, რომელიც მორგებულია ქართულ რეალობაზე.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირებისთვის რეგისტრაცია უფასოა, ხოლო კომპანიებისთვის, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზერული გადასახადი, თვეში მხოლოდ 39 ლარია.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.gohub.ge