არაბეთის გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi მალდივების დედაქალაქ მალეში დღეს პირველ რეისს შეასრულებს. ახალ მიმართლებაზე ფრენები ოქტომბრის განმავლობაში კვირაში 4 სიხშირით, სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება.
ნოემბრიდან ავიაკომპანია ყოველკვირეული სიხშირის 6-მდე გაზრდას გეგმავს, ხოლო დეკემბრიდან – აბუდა-დაბი-მალეს მიმართლებით რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.
ახალი მიმართულების დამატება ავიაკომპანიის გაფართოების გეგმის ნაწილია და აბუ-დაბისა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საოცნებო დასასვენებელ მიმართულებაზე ფრენების შესასრულებლად ეროვნული ავიახაზების ფლოტს მეხუთე Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდი ემატება.
„გასაკვირი არ არის, რომ მალდივები ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებისა, შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს მსოფლიო კლასის დაბალბიუჯეტური ფრენა და მოხარული ვართ, რომ ამიერიდან ვიფრენთ ამ ტროპიკულ სამოთხეში“, – განაცხადა Wizz Air Abu Dhabi-ს მმართველმა დირექტორმა მაიკლ ბერლუისმა.