სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის უფროს კომერციულ მენეჯერს ქრისლენ ქერის შეხვდა.  შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი მინდია მინდიაშვილი.
მხარეებმა Wizz Air Abu Dhabi-ის საქართველოში ოპერირების არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილეს, კერძოდ, აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან, Wizz Air Abu Dhabi უკვე გაზრდილი სიხშირით იფრენს აბუ დაბი – ქუთაისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე და ავიარეისები კვირაში ცხრაჯერ შესრულდება.
ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, საქართველო მოთხოვნადი მიმართულებაა არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაგამაყვანისთვის და Wizz Air Abu Dhabi არ გამორიცხავს, რომ ფრენების ინტენსივობა მომავალში კვლავ გაიზარდოს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ქვეყანაში ავიაკომპანიის ოპერირების ხელშეწყობის მიმართულებით.
Wizz Air Abu Dhabi საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2021 წელს შემოვიდა.