ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ავიაკომპანია, Wizz Air, დღეს 22 წლის იუბილეს აღნიშნავს —პერიოდს, რომელიც ევროპულ ავიაციაში ზრდის, ინოვაციისა და ტრანსფორმაციის ისტორიად იქცა. 2004 წელს განხორციელებული პირველი რეისის შემდეგ, Wizz Air ევროპის ერთ-ერთ წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ჩამოყალიბდა და დღესაც განაგრძობს განვითარებას — მილიონობით მგზავრს ფართო ქსელით აკავშირებს და პარალელურად ინვესტიციებს ახორციელებს თანამედროვე ტექნოლოგიებში, ოპერაციულ ეფექტიანობასა და მდგრად განვითარებაში.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, Wizz Air ახალ პოდკასტს იწყებს, რომლის მიზანიც მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის ავიაკომპანიის საქმიანობის, ადამიანებისა და პროფესიული გამოცდილების უფრო ახლოს გაცნობაა. პოდკასტის მეშვეობით, ავიაკომპანია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩართულობასა და გამჭვირვალობას, ასევე წარმოაჩენს საკუთარ ლიდერობას ავიაციაში, ოპერაციულ საიმედოობას, მდგრადობასა და ზრდას.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა:
„ბოლო 22 წლის განმავლობაში, Wizz Air გაბედული იდეიდან ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე საიმედო ავიაკომპანიად ჩამოყალიბდა. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და ფოკუსი ასობით მილიონი მგზავრისთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მოგზაურობის შესაძლებლობების შექმნაზე. ახალი პოდკასტი განსაკუთრებული გზაა ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავად და შესაძლებლობაა, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ავიაკომპანიის მიღმა მდგომი ადამიანები, გამოცდილება და ამბიციები უფრო ახლოს გავაცნოთ — ყველაფერი, რაც Wizz Air-ს ყოველდღიურად განვითარებისკენ და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტის შეთავაზებისკენ უბიძგებს. მადლობას ვუხდი ყველა მგზავრს, ვინც Wizz Air-ით იმოგზაურა და იმედი მაქვს, მომავალშიც ისევ ჩვენს რეისებზე შევხვდებით. Let’s WIZZ!”
პოდკასტის პირველი ეპიზოდის სტუმარი თავად Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ვარადი იქნება, ვინც ავიაკომპანიის შექმნის ისტორიასა და ბოლო 22 წლის მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრებს. ეპიზოდში ის გაიხსენებს კომპანიის დაარსების პირველ დღეებს, Wizz Air-ის სახელის შექმნის ისტორიას, პირველ რეისთან დაკავშირებულ მოგონებებსა და იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მიღწევებს, რომლებმაც ავიაკომპანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გადამზიდავად აქცია. მომავალ ეპიზოდებში მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიის სხვა ხელმძღვანელები, ბორტგამცილებლები, პილოტები, სასწავლო ცენტრის ექსპერტები და ოპერაციული გუნდები. განხილული თემები მოიცავს ოპერაციების მართვას, მომხმარებლის გამოცდილებას, მდგრადობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
პოდკასტის პირველი სეზონის ფარგლებში, თვეში ერთი ეპიზოდი გამოქვეყნდება, თითოეულის ხანგრძლივობა კი 45-60 წუთი იქნება. ეპიზოდები ხელმისაწვდომი იქნება YouTube-სა და Spotify-ზე. თემები მოიცავს საავიაციო ოპერაციებს, მომხმარებლის გამოცდილებას, ტრენინგებს, მდგრადობასა და კომპანიაში კარიერული განვითარების ისტორიებს. პირველი ეპიზოდის მოსმენა უკვე შესაძლებელია: YouTube, Spotify.
დაბადების დღის აღსანიშნავად, Wizz Air მომხმარებლებისთვის სპეციალურ აქციასაც იწყებს — ავიაკომპანია მთელი ქსელის მასშტაბით ბილეთებზე 22%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მგზავრებს*. აქცია 2026 წლის 19-20 მაისს გაგრძელდება და შეეხება ყველა რეისს, რომლის მოგზაურობის პერიოდი 2027 წლის 31 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე wizzair.com და WIZZ-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 264 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდით. გამოცდილი საავიაციო პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air 2025 ფინანსურ წელს 63.4 მილიონი მგზავრისთვის სასურველ არჩევანად აქცია. Wizz Air ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი WIZZ-ის ტიკერით. Wizz Air ასევე აღიარებულია „ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად” 2021-2025 წლებში World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში. 2026 წელს, Cirium-ის — საავიაციო ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, Wizz Air-მა გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამო. 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards Gala-ზე კომპანიამ მიიღო ჯილდო „Sustainable Airline of the Year 2025”.












