უკვე მეორე დღეა იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 გრძელდება. აღნიშნულ ღონისძიებაზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს კომპანია ტავ ჯორჯია წარმოადგენს.
ფორუმის ფარგლებში ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მარკეტინგის გუნდთან ერთად უკვე გამართა შეხვედრები ოცამდე ავიაკომპანიასთან. შეხვედრები იმართება როგორც B2B ფორმატში, ასევე შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით და TAV Airports Holding-ის მარკეტინგის გუნდის მონაწილეობითაც.
Routes Europe 2026-ზე ტავ ჯორჯიას მთავარი მიზანი ბაზრების დივესრიფიცირება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული კრიზისის ფონზე არსებული სიხშირეების შენარჩუნებაა. შესაბამისად, მთავარ ინტერესსს წარმოადგენს ევროპული ბაზარი – განსაკუთრებით კი ესპანეთისა და იტალიის მიმართულებები.
ტავ ჯორჯია Routes Europe 2026-ზე შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთობლივი სტენდით არის წარმოდგენილი.