Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, სიხარულით აღნიშნავს 19 წლის იუბილეს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ავიაკომპანია თავის ერთგულ მომხმარებლებს დაუჯერებელ შესაძლებლობებს სთავაზობს.
19 მაისს Wizz Air მომხმარებლებს 19%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ყველა რეისის ბილეთზე. ეს აქცია ვრცელდება მომხმარებლის მიერ არჩეულ მოგზაურობის პერიოდზე, რაც მოგზაურობის შეზღუდვების გარეშე დაგეგმარების საშუალებას იძლევა. ეს არის შესანიშნავი შანსი, გაემგზავროთ ახალი მიმართულებებით, ხელახლა მოინახულოთ საყვარელი ადამიანები და დაზოგოთ თანხები.
როგორც წამყვანი ავიაკომპანია საქართველოში მგზავრთა რაოდენობით, Wizz Air გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის საავიაციო ლანდშაფტში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წლის მარტში გამოაქვეყნა მოგზაურთა რიცხვის 72%-იანი ზრდა, რაც ხაზს უსვამს Wizz Air-ის მიერ შეტანილ წვლილს საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებაში.Wizz Air-ის ინოვაციებისა და განვითარებისადმი ერთგულებას პრესტიჟული ჯილდოები ადასტურებს. Wizz Air-ს ცოტა ხნის წინ წლის ავიაკომპანიის ჯილდო მიენიჭა საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე. ეს შესანიშნავი მიღწევა ხაზს უსვამს Wizz Air-ის მისწრაფებას, უზრუნველყოს შეუდარებელი სერვისები მომხმარებლებისათვის.
გარდა ამისა, Wizz Air აფართოებს ოპერაციებს და მუდმივად აუმჯობესებს მომხმარებლებისა და მგზავრობის გამოცდილებას. ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტში უახლესი ტიპის Airbus A321neo-ს დამატების გეგმები გამოაცხადა. ეს განვითარება საშუალებას იძლევა, დაემატოს 5 რეისი ისეთ პოპულარულ მიმართულებებით, როგორებიცაა ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბრიუსელი, პოზნანი და მადრიდი.
მრავალფეროვნებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების გასაფართოებლად, Wizz Air-მა ორი მნიშვნელოვანი პროგრამა წამოიწყო. “Direct Entry Program” და “She Can Fly” ინიციატივები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოტივირებულ, პროფესიონალ კაპიტნებს კარიერულ წინსვლაში და გაარღვიოს გენდერული ბარიერები საავიაციო ინდუსტრიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი შემდეგი თავგადასავლების დასაჯავშნად, გთხოვთ, ეწვიოთ Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტს www.wizzair.com.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.