კომპანია „ლასარეს“ ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტმა 9-12 მაისს მიუნხენში გამართულ ყველაზე მასშტაბურ ყოველწლიურ სატვირთო გადაზიდვების გამოფენაში – Transport Logistic 2023 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2320 კომპანია 67 ქვეყნიდან, ხოლო ვიზიტორების რიცხვმა 75000-სს გადააჭარბა მსოფლიოს 125-ზე მეტი ქვეყნიდან. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ღონისძიებამ წელს თავისი მასშტაბით რეკორდი მოხსნა.
მიუნხენის საგამოფენო ცენტრში 4 დღის განმავლობაში კომპანია ,,ლასარეს’’ გუნდი აქტიურად აწარმოებდა საქმიან შეხვედრებს. ღონისძიების ფარგლებში განიხილავდნენ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მუდმივად მუშაობენ სიახლეების დანერგვაზე, რომ სატვირთო გადაზიდვების პროცესი იყოს საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული.