ავიაკომპანია Windrose საშუალო მაგისტრალურ მიმართულებებზე ლიტერულ ფრენებს განახორციელებს და მომსახურებას გაუწევს სამთავრობო საავიაციო უწყება “უკრაინას”.
სისტემა ProZorro-ს მონაცემებით, მომსახურების გაწევის ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდეა.
კონტრაქტის საერთო ღირებულება 35.1 მლნ გრივნაა და გადახდა მომსახურების გაწევიდან 20 დღის ვადაში მოხდება. დამფინანსებელი წყარო კი “უკრაინა” იქნება.
ავიაკომპანია Windrose 2003 წელს შეიქმნა, რომელის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჩარტერული. კორპორატიული და VIP-რეისების შესრულებაა.
ავიაკომპანიის პარკი ამ დროისათვის 7 ერთეულ Airbus-ს აერთიანებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია “პრივატ” ჯგუფის შემადგენლობაში შედის, რომლის მფლობელიც ცნობილი და გავლენიანი უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკია. თუმცა ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება, რადგანაც სახელმწიფო რეესტრში კომპანიის იურიდიული მფლობელები სხვადასხვა, რამდენიმე კომპანიაა.