ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი პოლონეთის ქალაქების მიმართულებებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქცია ვრცელდება 20 აგვისტომდე შეძენილ ავიაბილეთებზე, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობა 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2020 წლის 31 მარტამდე უნდა დაიგეგმოს.

საქართველოში LOT Polish Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელის კომპანია LOT Travel LTD-ის მიერ გამოქვეყნებული ავიაბილეთების ფასები ასეთია:

ვარშავა – 460 ლარი;
გდანსკი – 495 ლარი;
ჟიელონა გურა 495 ლარი;
კრაკოვი 495 ლარი;
კატოვიცე 495 ლარი;
პოზნანი 495 ლარი;
ლუბლინი 495 ლარი;
ჟეშუვი – 495 ლარი;
შჩეცინი – 495 ლარი;

​ფასები მოცემულია ორი გზის ავიაბილეთებზე, მოსაკრებლებისა და 8კგ ხელბარგის ჩათვლით.