Wilhelmsen-მა და Airbus-მა ერთობლივი პროექტის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის Skyways-ის გამოცდა დაიწყეს, რომელიც სანაპიროდან გემზე მცირე ტვირთების გადაზიდვაზე იქნება ორიენტირებული.
დრონი საცდელ ფრენებს უკვე ახორციელებს სინგაპურის პორტ Marina South-დან. პირველი საცდელი ფრენისას დრონმა 1.5 კგ ტვირთი სანაპიროდან გემ Pacific Centurion-ზე გადაიტანა, რომელიც Swire Pacific Offshore-ს საკუთრებაა. გემი ნავმისადგომიდან 1.5 კმ-ს დაშორებით იდგა და ამ მანძილის დაფარვას დრონმა 10 წუთი მოანდომა.
„ჩვენ კატერების მეშვეობით ყოველ დღე ვაწვდით გემებს სხვადასხვა სახის ტვირთს, სათადარიგო ნაწილებს და მედიკამენტებს. უპილოტო საფრენი აპარატებით ასეთი ტვირთის მიწოდება შედარებით იაფი და უსაფრთხოა“, განმარტავენ Wilhelmsen Ships Agency-ში.
კომპანიის გათვლებით, დრონების საშუალებით გემის ბორტზე ტვირთის მიწოდება 90%-ით უფრო იაფია ვიდრე კატერით.