ბრიტანეთის მომხმარებელთა ასოციაციის თანამშრომლებმა Which? მოგზაურებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს.

სპეციალისტებმა 20 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, 4 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს და გაანალიზეს.

შეფასების კრიტერიუმებს კი წარმოადგენდნენ: დანაშაულის დონე, ჯანმრთელობის საფრთხე, ტერორისტული და ბუნებრივი კატასტროფების ალბათობა.

ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნას ისლანდია დასახელდა. ისლანდიის შემდეგ რეიტინგში მოდის არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ხოლო მესამე ადგილზე სინგაპური.

რაც შეეხება ტურისტებისათვის ყველზე არახელსაყრელ ადგილებს, ამ რეიტინგს თურქეთი და სამხრეთ აფრიკა ლიდერობენ. ამ ქვეყნებში დიდია კრიმინალის მაჩვენებელი და ასევე ვირუსებით დაინფიცირების დონე.

ისლანდია – 6.6

არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 6.5

სინგაპური – 6.5

ესპანეთი – 6.2

ავსტრალია – 6.1

კანადა – 6.1

იაპონია –  6.1

მაროკო – 6.1

იორდანია – 5.8

ბარბადოსი – 5.6

საბერძნეთი – 5.6

ვიეტნამი – 5.6

საფრანგეთი – 5.4

იტალია – 5.4

აშშ – 5.2

მექსიკა – 4.2

ინდოეთი – 4.1

ტაილანდი – 4

თურქეთი – 4

სამხრეთ აფრიკა – 3.9

რაც შეეხება ნაკლებად სავარაუდო ბუნებრივი კატასტროფების რისკებს, მხოლოდ ამ კრიტერიუმის მიხედვით რეიტინგი ასეთია:

ბარბადოსი,

ისლანდია,

არაბთა გაერთიანებული საემიროები,

საფრანგეთი,

კანადა,

ესპანეთი,

აშშ,

ავსტრალია,

იორდანია,

თურქეთი,

სამხრეთ აფრიკა,

მექსიკა,

ტაილანდი,

მაროკო,

ინდოეთი,

საბერძნეთი,

ვიეტნამი,

იაპონია.