ინგლისურმა კომპანია Euromonitor International-მა კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც 2030 წლისთვის ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა გამოავლინა.

კვლევის მიხედვით ნათელი გახდა, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება ჩინეთში მოგზაურობა იქნება.

ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომდევნო წლებში ჩინეთში შემსვლელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ირკვევა, რომ მომდევნო წლებში ჩინეთი პოპულარულობით გაუსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, აშშ, გერმანია.