საერთაშორისო wellness-ტურისტი თითო მოგზაურობაზე საშუალოდ $1,764 ხარჯავს, ანუ 41%-ით მეტს, ვიდრე საშუალო საერთაშორისო მოგზაური. შიდა ტურისტებისთვის განსხვავება 175%-მდეა, ნათქვამია Global Wellness Institute-ს „Global Wellness Economic Monitor 2023“-ში.
wellness-მოგზაურობა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზოგადად ტურიზმი, ამბობენ ექსპერტები: wellness-ტურიზმზე დანახარჯების წლიური ზრდა 36%-ით და სამედიცინო ტურიზმზე 30%-ით (2020 წლიდან 2022 წლამდე) აღემატება მთლიანი ტურისტული ხარჯების ზრდის ტემპს (28.4%).
wellness-მოგზაურობები ამჟამად ყველა ტურისტული მოგზაურობის 7.8%-ს შეადგენს, ხოლო ხარჯებიუსმიმართულებით კი მთელი ტურისტული ხარჯების 18.7%-ს.
ავტორები აღნიშნავენ, რომ საშინაო wellness-მოგზაურობა დომინირებს: 2022 წელს wellness- მოგზაურებმა 819.4 მილიონი საერთაშორისო და შიდა მოგზაურობა განახორციელეს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 და 2021 წლების მაჩვენებლებს
ტოპ 5 უმსხვილესი ეროვნული სამედიცინო ტურიზმის ბაზარი მოიცავს:
1) აშშ – $256 მილიარდი, 32%,
2) გერმანია, $70.2 მილიარდი, 50%.
3) საფრანგეთი, $35,5 მილიარდი, 36%.
4) ავსტრია, $19,5 მილიარდი, 28%.
5) შვეიცარია, $17,7 მილიარდი, 37%.