2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად Lufthansa აღიარეს. წლის ავიაკომპანიის ტიტული გერმანულმა ავიაგადამზიდავმა Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე მიიღო. ამ ნომინაციაში მას კონკურენციას ქართული Myway Airlines-ი და უნგრული Wizz Air-ი უწევდნენ. თუმცა საბოლოოდ საუკეთესოდ ავიაგადამზიდავად Lufthansa იქნა მიჩნეული.

დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ავიაკომპანიის გამოვლენის პატივი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს ხვდა წილად.  

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს “ ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად

წლევანდელი ღონისძიება პროექტისთვის საიუბილეოა და მისი ფორმატი წინა წლების მოვლენებისგან საკმაოდ განსხვავდება. წელს დაჯილდოებაზე საუკეთესოდ 26 ნომინანტი აღიარეს.

უკვე მეხუთე წელია, დაჯილდოების პროექტის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკი.
ოფიციალური მხარდამჭერები: ეკონომიკსა და მდგრადი განვითრების სამინისტრო, თბილისის მერია, საპარტნიორო ფონდი და დაცული ტერტორიების სააგენტო.
პროექტის გენერალური სპონსორია – ალიანს ჯგუფი.