მგზავრთა თითქმის მესამედი (38%) 2019 წლის განმავლობაში ისე “გაოცებული” დარჩა კონკრეტული ავიაკომპანიის სერვისით, რომ დაიფიცა, რომ ამ ავიაკომპანიის მომსახურებით აღარასოდეს აღარ ისარგებლებს. 15%-ი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის სერვისმა ისე გააღიზიანა, რომ ნერვიულობისგან იტირა კიდეც. 

მაშ , ასე მგზავრთა კვლევამ, რომელიც კომპანია Qualtrics-მა განახორციელა აჩვენა, რომ: მგზავრთა 39%-ი დაკარგული ბარგის გამოა უკმაყოფილო, 38%-ი ფარული გადასახადები არ მოსწონთ, ხოლო 35%-ი კი რეისების გადადება აღიზიანებს. 25%-ი აქცენტს ეკიპაჟის წევრების არამეგობრულ ქცევაზე ამახვილებს. 25%-ი საპირფარეშოს მდგომარეობითაა უკმაყოფილო. 

ცხადია Qualtrics-მა გამოკითხვისას მრავალი კითხვა დასვა და კვლევის შედეგები ისე გამოაქვეყნა, თუმცა კომპანიის ინფორმაციით, მთლიანობაში გამოკითხული მგზავრების 25%-ი ავიაკომპანიის სერვისებით ძალიან კმაყოფილი დარჩა და გადაწყვიტა, რომ სამომავლოდ ამ კონკრეტული ავიაკომპანიის ერთგული კლიენტი გახდეს.