ქუვეითის საავიაციო ადმინისტრაციამ ქუვეითში ბაზირებულ ავიაკომპანია Wataniya Airways-ს, რომელიც ქართულ ბაზარზეც არის წაროდგენილი, ოპერირების უფლება შეუზღუდა.
რეისები გაუქმებულია ყველა მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია დაფრინავდა, შესაბამისად, თბილისის მიმართულებითაც.
კომპანიის ოპერირების შეწყვეტასთან დაკავშირებით ქუვეითის საავიაციო ადმინისტრაციამ შეტყობინება გაუგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში ქუვეითის საელჩოებსა და საკონსულოებს, რომლებიც მგზავრებს Wataniya Airways-ის რეისების გაუქმებაზე აფრთხილებენ. ფრენები მთლიანობაში 1500 მგზავრისთვის გაუქმდა.
ქუვეითის საინფორმაციო სააგენტო Kuna-ს ცნობით, ქუვეითის სახელმწიფო მინისტრი ჯენან ბუშერი განმარტავს, რომ სააავიაციო ადმინისტრაციის დირექტორატმა ავიაკომპანიისთვის ფრენების შეზღუდვაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მას 25 აგვისტოს ულტმატუმის ვადა ამოეწურა.
კომპანიამ არ წარადგინა მომსახურებისა და რეფორმების გეგმა, რაც სახელს ულახავს ქუვეითს საერთაშორისო არენაზე და უგულებელყოფს მგზავრთა ინტერესებს.
როგორც ბუშერი განმარტავს, საავიაციო ადმინისტრაციას ჰქონდა სურვილი კომპანიას გამოესწორებინა დარღვევები და იმედით, რომ კომპანია მომხმარებელთა უფლებებს დაააკმაყფილებდა, ავიაციმ მას ეს შესაძლებლობა და დამატებითი ვადა მისცა.
Wataniya -მ ოპერირება 2009 წლის იანვარში ქუვეითში საავიაციო მომსახურება ლიბერალიზაცის მოპოვების შემდეგ დაიწყო, ფრენები განაახლა თუმცა 2-წლიანი საქმიანობის შემდეგ ოპერირება ფინანსური და რეგონალური არასტაბილურობის პირობებში შეწყვიტა. 2017 წლის შუა პერიოდისთვს ავიაკომპანიამ ბაზარზე საქმიანობა განაახლა. კომპანიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ნაცვლად იმისა, რომ ზრდისთვის მიეღწია, პირიქით ფლოტი შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-მა ოპერრება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო. Wataniya Airways-ი რეგულარულ რეისებს ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო მიმართულებით ასრულებდა.