12 სექტემბერს Apple ახალი პროდუქტების პრეზენტაციას გამართავს. წინასწარი ინფორმაციით, „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ბაზარზე გამოიტანს ახალ ფლაგმანებს: iPhone XS, iPhone XS Plus  და iPhone 9.

ვიდრე iPhone-ს მოყვარულები ახალი მოდელის დიზაინისა და შესაძლებლობების გამოცნობაზე არიან ორიენტირებულნი, გერმანულმა პორტალმა Macerkorf ევროპისთვის ახალი iPhone-ს ფასების ნუსხა გამოაქვეყნა.

მაშ ასე, გაინტერესებს რა ეღირება ახალი iPhone?

ევროპაში iPhone 9-ს ღირებულება 799 ევრო იქნება, iPhone XS-ი 909 ევრო ეღირება, ხოლო iPhone XS Plus-ის ფასი კი 1149 ევრო იქნება. ახალ გაჯეტებს 64 GB მეხსიერება ექნება, თუმცა გაყიდვაში იქნება 256 GB მეხსიერების მქონე სმარტფონებიც, რომელიც 170 ევროთი ძვირი ეღირება. გავრცელებული ინფორმაციით, წელს Apple 512 GB მეხსიერების მქონე სმარეტფონსაც გამოიტანს, თუმცა რა იქნება მისი ღირებულება ეს ჯერ გასაიდუმლოებულია.