უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, Antonov-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავებით An-148-თა და An-74-ით მთელი უკრაინა მოიარა და ყოველთვის ამ თვითმფრინავის ბორტზე თავს ამაყად და უსაფრთხოდ გრძნობდა. 

“ისინი უკრაინელი ავიაკონსტრუქტორების უნიკალურ ცოდნას და გამოცდილება აერთიანებენ. ყოველთვის, როდესაც ამ სილამაზეების ბორტზე ავდივარ სიამაყის გრძნობა მეუფლება ჩვენი ავიაწარმოების გამო”, დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია უკრაინის პრეზიდენტს განზრახული აქვს, რომ სახელმწიფო ავიაკომპანია შექმნას, რისთვისაც საჰაერო ხომალდებს Antonov-ს შეუკვეთავს. 

დღეისათვის პრეზიდენტის საჰაერო გადაადგილებაზე სახელმწიფო ავიაკომპანია Ukraine ზრუნავს. მისი ფლოტი კი An-148-სა და An-74-ს და ასევე Airbus A319-ს აერთიანებს. Airbus A319-ის გამოყენება საერთაშოროსო ვიზიტებისას ხდება. აღნიშნული საჰაერო ხომალდი ჯერ კიდევ ვიქტორ იუშენკომ შეუკვეთა და მას შემდგომ ვიქტორ იანუკოვიჩი, პეტრო პოროშენკო სარგებლობდნენ, ბოლოს კი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკიმ სამი საჰაერო ხომალდიდან ორის გაყიდვაზე, წინასაპრეზიდენტო არჩევნებისას, ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე ისაუბრა. თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და საკითხი უსაფრთხოების მოტივით ახსნა. 

https://www.facebook.com/zelenskiy95/posts/2560731134177247