მიმდინარე წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, ევროკავშირის საავიაციო ბაზარზე 54%-იანი კლება დაფიქსირდა. გასულ თვეში ევროკავშირის ქვეყნებში 302 200 კომერციული ფრენა შესრულდა, 2019 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 663 ათასს აღწევდა.
ბოლო თვეებში ბაზარზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, აღნიშნავს ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებს აქვეყნებს.
კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე ნეგატიური სტატისტიკა ევროკავშირის საავიაციო ბაზარზე 2020 წლის აპრილში დაფიქსირდა (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით –91%), 2021 წლის ყველაზე ნეგატიური თვე კი თებერვალი იყო (2019 წლის თებერვალთან შედარებით –73%).