14 ივლისს, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ფრენები კვირაში სამი სხიშირით ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება Airbus 320 ტიპისი საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი მსხვილი ავიაკოპმანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებულობას აძლევს იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით.