ფრანგული ინფრასტრუქტურული ჯგუფი Vinci ლონდონის სიდიდით მეორე, გეტვიკის საერთაშორისო აეროპორტის 50,01%-იან წილს ყიდულობს.
გარიგების ღირებულება 2.9 მლრდ გირვანქა სტერლინგია.
კონსორციუმი, რომელიც საინვესტიციო ფონდს Global Infrastructure Partners-ს ხელმძღვანელობს გარიგების დადების შემდეგ აეროპორტის აქციათა 49,99%-ს შეინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის გეტვიკის აეროპორტი სიდიდით მეორე აეროპორტია ჰიტროუს შემდეგ. 2018 წელს აეროპორტი 45.7 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის მოგებამ მიმდინარე ფინანსური წლის ბოლოს, რომელიც 31 მარტს დასრულდა, 764.2 მლნ ფუნტი სტერლინგი შეადგინა, EBITDA-მ კი 411.2 მლნ ფუნტი სტერლინგი.
აღსანიშნავია, რომ Vinci Aiports-ი ამ დროისათვის საფრანგეთის 45 აეროპორტს მართავს.