ადამიანი, რომელმაც 18 წელი შარლ დე გოლის აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იცხოვრა.
ირანელი დევნილის – მეჰრან კარიმი ნასერის ამბავი დაუჯერებელია, მაგრამ აბსოლუტური სიმართლე გახლავთ – ის თითქმის 18 წლის მანძილზე “გაჭედილი” იყო პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში.
ნასერი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა მას შემდეგ რაც საბუთები მოპარეს, მანამდე ირანში ძალიან აქტიურმა პოლიტიკურმა აქტივისტმა მეჰრანმა პოლიტიკური თავშესაფრის ძიებაში ევროპის უამრავი ქვეყანა შემოიარა, მაგრამ უარით ისტუმრებდნენ.
ბოლოს, როგორც იქნა, დიდმა ბრიტანეთმა მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მაგრამ პარიზიდან ლონდონის რეისზე გადაჯდომისას, ნასერიმ აღმოაჩინა რომ დოკუმენტები აღარ გააჩნდა – ასე ჩარჩა შარლ დე გოლის აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში – კანონით მხოლოდ იქ ყოფნის უფლება ჰქონდა.
მთელი ეს წლები ირანელმა აეროპორტში გაატარა, კითხულობდა წიგნებს, წერდა დღიურს, იძლეოდა ინტერვიუებს და ამ გზით შოულობდა საკვებისთვის და პირველადი მოხმარების საგნებისთვის აუცილებელ თანხებს. 2006 წელს, ნასერი შეუძლოდ გახდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცხოვრა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, ბოლოს კი, თავის მოვლას მარტო ვეღარ ახერხებდა, შეექმნა ფსიქიკური პრობლემებიც და საფრანგენთმა ნება დართო უსახლკაროთა თავშესფარში გაეგრძელებინა ცხოვრება, ახლა ის 70 წლისაა და როგორც ცნობილია, დღემდე თავშესაფარში იმყოფება.
რეჟისორები და სცენარისტები დიდხანს იბრძოდნენ ნასერის დაუჯერებელი ამბის ეკრანიზაციისთვის, საბოლოოდ, სტივენ სპილბერგმა იყიდა უფლება ნასერისგან და 2004 წელს შექმნა გენიალური ფილმი “ტერმინალი”, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. სურათი ირანელი დევნილის დღიურზე დაყრდნობითაა გადაღებული. 

წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

https://www.facebook.com/ssu.edu.ge/photos/a.232498586824701/3854313261309864/?type=3