ვილნიუსის აეროპორტში საახალწლო ნაძვის ხე განსხვავებულად მორთეს. აეროპორტის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, ნაძვის ხეზე საახალწლო სათამაშოების ნაცვლად, მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთები დაკიდეს. ასე, რომ ვილნიუსის საახალწლო ნაძვის ხეზე ნახავთ, დანებს, ვაზნებს, სახრახნისებს, სანთებელებს, მაკრატლებს. ნაძვის ხეზე აღმოაჩენთ ასევე პლასტმასის ხმალს, მუყაოს იარაღს (ცხადია ნაძვის ხეზე ნამდვილ იარაღსა და ხმალს ვერ დაკიდებდნენ) და სხვა.
როგორც აეროპორტში განმარტავენ,, ყველაზე პოპულარული საგნები, რომლის ტარებაც ხელბარგით აკრძალულია გაზის ვაზნაა.
მეორე ყველაზე პოპულარულია შთამბეჭდავი იარაღი, რომელის ატანაც თვითმფრინავის ბორტზე ასევე აკრძალულია ელეტროშოკერია.