ვილნიუსი 2025 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულზეა წარდგენილი. მისი კონკურენტები არიან ავსტრიული გრაცი და პორტუგალიური გიმარასი.

გამარჯვებული ოქტომბერში გამოვლინდება. მანამდე ქალაქებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი სტრატეგიები ეკო პრინციპების ხელშეწყობისთვის. ევროკავშირი საუკეთესოს დაფინანსებაში დაეხმარება – პროექტების განსახორციელებლად 600 000 ევროს პირდებიან.

ვილნიუსი, გრაცი და გიმარასი გამოყვეს მათი ძალისხმევისთვის გარემოს გაუმჯობესებაში, ასევე ქალაქებში ეკონომიკისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესების კუთხით.

წლევანდელი მწვანე დედაქალაქი ესტონეთის ტალინია.