ამერიკულმა კონცერნმა Boeing-მა, მსოფლიოში ავიაციის, კოსმოსური და სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ივლისში 52 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა. ეს კი 5,8-ჯერ ნაკლებია ივნისის მაჩვენებლებზე, როდესაც კომპანიამ 304 თვითმფრინავზე მიიღო მოთხოვნა. ამრიგად, იანვარ-ივლისში კომპანიამ მიიღო 579 თვითმფრინავის შეკვეთა.

Boeing-ის მიწოდება გასულ თვეში 28,3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კონცერნმა მომხმარებელს 309 თვითმფრინავი მიაწოდა.

Boeing აწარმოებს სამოქალაქო და სამხედრო საავიაციო აღჭურვილობის ფართო სპექტრს და ავითარებს კოსმოსურ პროგრამებს. Boeing-ს აქვს ორი ძირითადი განყოფილება – Boeing Commercial Airplanes, რომელიც აშენებს სამოქალაქო თვითმფრინავებს და Integrated Defense Systems, რომელიც ახორციელებს კოსმოსურ და სამხედრო პროგრამებს.