ამერიკული ავიაკომპანიები Boeing 737 Max-ის სერიის თვითმფრინავების ფრენებზე დაშვების ვადებს პროგნოზირებენ. Travel Daily Media იუწყება, რომ American Airlines-ის გათვლებით Boeing 737 Max-ი ფრენების განხორციელებას 2020 წლის 16 იანვრიდან შეძლებს. 2020 წლის დასაწყისზე ჩამოდის ფსონს ავიაკომპანია United Airlines-იც. ავიაკომპანიამ აღნიშნული მოდელის თვითმფრინავების გამოყენებაზე უარი მიმდინარე წლის 6 იანვრიდან განაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოები Boeing 737 Max-თვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ტესტირებას განაგრძობს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავების პრობლემებს არამხოლოდ კონცერნი Boeing აწყდება. გუშინ, შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა თითქმის სამი ათეული Airbus A-220 მოდელის თვითმფრინავებით რეისების განხორციელება შეაჩერა. ინციდენტის მიზეზი კი გახდა ის, რომ სამშაბათს თვითმფრინავი, რომელიც ლონდონი-ჟენევის მიმართულებაზე ასრულებდა რეისს, პარიზში საგანგებო დაშვება განახორციელა ძრავში წარმოქმნილი პრობლემის გამო.

ამის შემდეგ კი ავიაგადამზიდავის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Pratt & Whitney C-Series /A-220-ის ძრავის ახალი ინციდენტის შესახებ განაცხადა.

2019 წლის 25 ივლისის შემდეგ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა აღნიშნული მოდელის თვითმფრინავის ძრავში  წარმოქმნილი პრობლემის შესახებ. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ავიაკომპანიის მენეჯმენტი აღნიშნულ ინციდენტს სერიოზულად უდგება. ამ დროისათვის 29 ერთეული Airbus A-220 სპეციალურ შემოწმებას გადის.

Airbus A-220 პრობლემების გამო Swiss-ს 100-ზე მეტი ავიარეისის გაუქმება მოუხდა.