გერმანიის მთავრობა შიდა და ევროპულ რეისებზე, საავიაციო გადასახადს 77%-ით, 7,38 ევროდან 13.03 ევრომდე, ზრდას გეგმავს. 

გადასახადი საშუალო დისტანციაზე, რომელიც 6000 კმ-მდე მანძილს მოიცავს (ზონა 2) შემოთავაზება არსებობს, რომ 43%-ით გაიზარდოს 23.05 ევროდან 33.01 ევრომდე.

ხოლო მოსაკრებელი გრძელ მაგისტრალურ რეისებზე (ზონა 3) 43%-ით, 41,49 ევროდან 59.43 ევრომდე უნდა გაიზარდოს.

თუ კი აღნიშნულ პროექტს გერმანიის ბუნდესტაგი დაამტკიცებს, მაშინ ის ძალაში 2020 წლის 1-ელი აპრილიდან შევა.

ანგელა მერკელის მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საავიაციო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 470 მილიონი ევრო იქნება. 12 თვეზე გადაანგარიშებით კი შემოსავალი  დაახლოებით 785 მილიონი ევროს მიაღწევს. 

გადასახადის განაკვეთის ზრდას, გერმანიის მთავრობაში, გარემოს დაცვით და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სურვილით ხსნიან.

იმისათვის, რომ მგზავრების სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილების სტიმულირება მოხდეს, ავიაბილეთებზე გადასახადის ზრდის პარალელურად, გერმანიის მთავრობა საქალაქთაშორისო მატარებლის ბილეთებზე დღგ-ს განაკვეთის 19%-დან 7%-მდე შემცირება აპირებს.