ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს.
რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე რომია, ხოლო მესამე ადგილზეა პრაღა.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის იანვარ-მარტის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5 ასეთია:
1. ვენა
2. რომი
3. პრაღა
4. ბერლინი
5. მემინგენი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101% მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).
მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში კვლავ ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს თებერვლის მონაცემებით, ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3-პროცენტიანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3-პროცენტიანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.
2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში სხვა სიახლეებიც იგეგმება.
4 აგვისტოდან ქუთაისი პოლონეთის უძველეს და უდიდეს ქალაქ კრაკოვს დაუკავშირდება. ასევე, კიდევ ერთი სიხშირე დაემატება ათენის მიმართულებას. საბერძნეთის დედაქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.