ფრედერიკ შოპენის ვარშავის საერთაშორისო აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში სამმა ავტომატმა განაახლა მუშაობა, საიდანაც მგზავრები წყალს უფასოდ მიიღებენ. შოპენის აეროპორტი ქვეყნის მასშტაბით პირველი აეროპორტია, რომელმაც მსგავსი მომსახურეობა დანერგა.
სამი ავტომატიდან ორი აეროპორტის შენგენის ზონის მგზავრების განყოფილებაშია განთავსებული, ხოლო ერთი სხვა დანარჩენი მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში.
ავტომატიდან წყალი ყველა სტანდარტის დაცვით ისმევა.
შოპენის აეროპორტში პირველად აღნიშნული სერვისი კომპანია Miejskie Przedsiębiorstwo Wodociągów i Kanalizacji-თან თანამშრომლობით დაინერგა, რომელიც თავის მხრივ პოლონეთს წყლით ამარაგებს.