იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ქართული ავიაციის „ფლაგმანს“ მომსახურეობის ხარისხს უწუნებს. ანა დოლიძე სოციალურ ქსელში Georgian Airways-ის შესახებ წერს, რომელმაც მგზავრებს აეროპორტში მოუწესრიგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაახვედრა, სადაც სრული ანტისანიტარია სუფევდა.

„დღეს დილას ჩამოვფრინდი სომხეთიდან საინტერესო შთაბეჭდილებებით. თუმცა დამხვდა კიდევ ერთი საბუთი, რატომ არის ყველანაირი მონოპოლია და დაუმსახურებელი პრივილეგია ბაზარზე არასწორი: „აირზენამ“ დაგვახვედრა ავტობუსი, რომლითაც ალბათ ვარსქენ პიტიახში სარგებლობდა: არ იღებოდა ფანჯრები, სკამებს ჰქონდა აბლაბუდები და გაკემსილი გვერდები, აგლეჯილი დასაჯდომები, კი დავუხითეთ, მაგრამ კონდიციონერზე არც კი გვიოცნებია. ეკოლოგიურად სისუფთავეს აღარ ვიტყვი. ჰოდა, მეგობრებო, თუ გინდათ ბაზარზე ლიდერობა ასეთი სტანდარტებით შორს ვერ წახვალთ”, წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში და საკუთარ პოსტს ფოტოებსაც ურთავს.