Centralny Port Komunikacyjny, რომელიც პოლონეთსა და ევროპაში ყველაზე დიდი აეროპორტი უნდა გამხდარიყო, შესაძლოა აღარ აშენდეს.
„აუცილებელია ანგარიშსწორება იმ უზარმაზარი თანხის გამო, რომელიც დაიხარჯა“, – ამბობს მარტინ კერვინსკი, სამოქალაქო პლატფორმის გენერალური მდივანი.
კოალიციის წევრებს სურთ, პროექტი ექსპერტებს განსახილველად წარუდგინონ და შემდეგ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები. ამ დროის განმავლობაში კი მშენებლობა უნდა გაიყინოს. მაგრამ, ალბათ, აეროპორტი მოგვიანებით მაინც დასრულდება. ამ დროისთვის, Centralny Port Komunikacyjny-ს მომავალი გაურკვეველი რჩება.
Centralny Port Komunikacyjny პოლონეთის ხელისუფლების დიდი პროექტია. მას უნდა შეეცვალა შოპენის აეროპორტი და გამხდარიყო ყველაზე დიდი აეროპორტი ევროპაში. მისი აშენება ვარშავიდან სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში იგეგმებოდა. პროექტი ასევე მოიცავდა რკინიგზის ქსელს და ახალ ჩქაროსნულ გზებს.