ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი უზბეკეთსა და საქართველოს შორის ახალ მიმართულებას ამატებს. როგორც ავიაკომანიაში განმარტავენ, ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Uzbekistan Airways-ი ოპერირებას 21 მაისიდან შეუდგება და კვირაში 2 სიხშირით იფრენს. ფრენები A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ Uzbekistan Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2019 წლის ივლისში შემოვიდა და ზაფხულის სეზონზე ტაშკენტსა და თბილისს შორს რეისებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებს.
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. პანდემიამდე ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებდა. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება.