უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი იძულებულია საჰაერო ხომალებდი დათმოს. ავიაკომპანიამ 8 ერთეული Boeing-ი უნდა გაყიდოს, რათა ვალების პრობლემა გადაჭრას. უკვე გარკვეულია, რომ Uzbekistan Airways-ი გასაყიდად გამოიტანს 4 ერთეულ Boeing 767-ს, საიდანაც ორი სატვირთო ხომალდია, ხოლო ორი – Boeing 757.
ცნობილია ასევე ისიც, რომ ავიაკომპანია გაყიდის 2 ერთეულ “ოცნების ლაინერს” Boeing 787-8-ს.
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ავიაკომპანიის რეისებზე ადგილების 84%-ი იყიდება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა მიუხედავად ამისა კომპანიას ვალები დაუგროვდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიის წლიური შემოსავალი 800 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო ხოლო ავიაკომპანიის სავარაუდო დავალიანება 2-3 მლრდ დოლარს.
დღეისათვის Uzbekistan Airways-ის ავიაფლოტი 32 საჰაერო ხომალდს აერთიანებს, საიდანაც 2 სატვირთოა.
შეგახსენებთ, რომ Uzbekistan Airways-ი ოპერირებს ასევე საქართველოს ავიაბაზარზეც. ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის 16 ივლისიდან დაიწყო..
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.