1-ლი მაისიდან მცირდება საკონსულო სამსახურის მომსახურებისათვის დადგენილი საფასური. კერძოდ:

სრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის საფასური შეადგენს – 44.67 ევროს;
არარულწლოვანთათვის (18 წლამდე), ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე პირები) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის საფასური შეადგენს – 22.33 ევროს;
საფასური განქორწინების რეგისტრაციისათვის შეადგენს- 22.33 ევროს;
საფასური სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაციისათვის შეადგენს – 22.33 ევროს.