თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა, მის ერთ-ერთ თვითმფრინავზე – Airbus A321-200 (ნომერი TC-JSU) სპეციალური სტიკერები გამოიყენა, რომლებიც სიმბოლურად ასახავს ავიაკომპანიის ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მდგრად მომავალზე და ვზრუნავთ უფრო მწვანე ხვალინდელ დღეზე ჩვენი ახალი მიზნების გათვალისწინებით“, –  განმარტავენ ავიაკომპანიაში.
ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენების ხელშეწყობის ფარგლებში, ხომალდმა სტოკჰოლმის მიმართულებით ფრენა ბიოსაწვავის გამოყენებით ნულოვანი ნარჩენების პრინციპის გათვალისწინებით განახორციელა.