უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხების მოცულობა იზრდება.

ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 31,5%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში, უცხოელმა ვიზიტორებმა 2 მლრდ ლარამდე დახარჯეს.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 15.5%-ით არის გაზრდილი და 1,144.1 ლარს შეადგინს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია (+15.7%). საერთაშორისო ვიზიტორების 66 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. საერთაშორისო ვიზიტორებმა 1.1 მილიონი ტურისტული ვიზიტი (+20.4%) განახორციელეს.

ექსკურსანტების წილმა 28.3% შეადგინა, ვიზიტორების 5.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.