არაპუნქტუალური აეროპორტების რეიტინგში ლიდერი ბარსელონას El Prat-ის საერთაშორისო  აეროპორტია. El Prat-ი, რომელიც ბარსელონას ცენტრიდან 12 კმ-ითაა დაშორებული, მესამე წელია არაპუნქტუალური აეროპორტების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზეა. ანტი რეიტინგში ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტმა უკან ჩამოიტოვა ამსტერდამისა და ფრანკფურტის აეროპორტები, რომლებიც დაგვიანებული რეისებით არიან განთქმულნი.

FlightStats-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში El Prat-ში რეისების მხოლოდ 51,6%-ი შესრულდა დროულად. მაგალითისთვის ივლისში El Prat-დან ყოველი მეორე რეისი მინიმუმ 15 წუთიანი დაგვიანებით შესრულდა.

როგორც ირკვევა El Prat-ის ანტი რეკორდში „დამნაშავე“ ესპანური „ლოუკოსტერი“ Vueling-ია, რომელზეც აეროპორტების ავიარეისების 37%-ი მოდის.