დღეიდან, საქართველო COVID-რეგულაციებს კიდევ უფრო ამარტივებს. “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შემოსვლა ვაქცინის დამადასტურებელი მოწმობის და PCR-ტესტის გარეშე შეუძლია.
“უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან”, – აღნიშნულია დადგენილებაში.