რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი 4 ნოემბრიდან ეკატერინბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისების გაორმაგებას გეგმავს და აღნიშნულ მარშრუტზე კვირაში ორის ნაცვლად ოთხი სიხშირით იფრენს.
არსებულ განრიგს – ორშაბათსა და პარასკევს ოთხშაბათისა და კვირის ფრენებიც დაემატება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3:20 საათია.
ეკატენირბურგის აეროპორტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მიმართულებით Ural Airlines-თან ერთად რეისებს ასრულებს რუსული „ლოუკოსტერი“ Pobeda Airlines-იც. ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით კვირაში ორჯერ დაფრინავს.