საკრუიზო პორტების საერთაშორისო ასოციაცია MedСruise შავ ზღვაზე წრიული საკრუიზო მარშრუტის დაგეგმვას აპირებს.

პროექტის მიხედვით, ლაინერები შევლენ თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს და უკრაინის (ოდესა) პორტებში. პროექტის პრეზენტაცია კი 2019 წელს აშშ-ში მოხდება.

როგორ MedСruise-ს პრეზიდენტი აირამ დიაზ პასტორი განმარტავს, ოპტიმალური გადაწყვეტა იქნება შავ ზღვაში წრიული საკრუიზო მარშრუტის ჩამოყალიბება, რომელშიც ჩაერთვებიან ის პორტები, რომლებიც სამუშაო ჯგუფს უკვე შეუერთდნენ.

„დღეისათვის ასეთი ოთხი პორტია: ოდესა, ვარნა, ბურგასი და კონსტანცა. თუმცა სრულყოფილი საკრუიზო მარშრუტის დაგეგმვისათვის საჭიროა 5-6 პორტი“, განაცხადა MedСruise-ს პრეზიდენტმა.

პროექტში ჩართვისთვის ასოციაცია მალე სტამბოლისა და ბათუმის პორტებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც MedСruise-ს პრეზიდენტი აცხადებს, ყველა ამ პორტს აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა. ხოლო თავად ქალაქები ტურისტული კუთხით საინტერესოა, ასევე მნიშვნელოვანია მათი ისტორიული და კულტურული ატრაქციონების ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოების დონე.

როგორც ირკვევა, პროექტის პრეზენტაცია 2019 წლის აპრილში მსოფლიოს მთავარ ტურისტულ ფორუმზე Seatrade Cruise Global Miami მოხდება, რომელიც აშშ-ში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან საქართველოს ტერიტორიულ წლებში არც ერთი საკრუიზო ხომალდი არ შესულა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს ბათუმის პორტში 11 საკრუიზო ხომალდი შევიდა, რომელმაც საქართველოს შავი ზღვის პირეთში 4 ათას 551 ტურისტი შეიყვანა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი საკრუიზო ხომალდი ბათუმის პორტში 2014 წელს შევიდა. საუბარია 33 საკრუიზო ხომალდსა და 14 ათას 793 ტურისტზე.